აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ლადო მგალობლიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ პასუხობს

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ლადო მგალობლიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ პასუხობს

თქვენი ადგილი საკანონმდებლო ორგანოში ნამდვილად არ არის, რადგან ძალიან შორს ხართ კონსტრუქციულობისგან და გადასული ხართ რადიკალიზმში. იმედია, მომავალ არჩევნებზე ამომრჩეველი საკადრის პასუხს გაგცემთ, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, სხდომაზე ოთხი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის საბიუჯეტო ცვლილებები განიხილება.

„თქვენი საქციელი დღევანდელ სხდომაზე, მარკ ტვენის ერთ ირონიულ ციტატას მახსენებს პოლიტიკოსებზე. ოღონდ, მას პირდაპირ ნუ მიიღებთ: „სენატორი (კანონმდებელი ) არის ის ადამიანი, რომელიც დროის იმ მონაკვეთში, როდესაც ციხეში უნდა იჯდეს, ზის პარლამენტში და მონაწილეობს კანონების მიღების პროცესში. თქვენი ადგილი საკანონმდებლო ორგანოში ნამდვილად არ არის, რადგან ძალიან შორს ხართ კონსტრუქციულობისგან და გადასული ხართ რადიკალიზმში. იმედია, მომავალ არჩევნებზე ამომრჩეველი საკადრის პასუხს გაგცემთ“, - მიმართა ლადო მგალობლიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.

„გამოთავისუფლებული 23 მილიონი ლარი პანდემიასთან წინააღმდეგ ბრძოლისთვის გაიხარჯება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე სიტყვით მას შემდეგ გამოვიდა, რაც საკანონმდებლო ორგანოს საბიუჯეტო ასიგნებების მოცულობის შემცირებასთან დაკავშირებული დადგენილების პროექტის განხილვისას, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრებმა პრეტენზიები გამოთქვეს“, - ნათქვამია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.