არჩილ ჯაფარიძე რაჭული ლორის წარმოების პროცესს დაესწრო

არჩილ ჯაფარიძე რაჭული ლორის წარმოების პროცესს დაესწრო

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ამბროლაურში, რაჭული ლორის წარმოება შეუფერხებლად მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე რაჭული ლორის წარმოების პროცესს, თამაზ ნატმელაძის საოჯახო საწარმოში გაეცნო და რეალიზაციის საკითხით დაინტერესდა.

უწყების ინფორმაციით, მცირე საოჯახო ტიპის საწარმოში ყოველწლიურად 4 ტონამდე ლორი მზადდება, ბუნებრივ პირობებში, მოთხოვნა მზარდია, როგორც თავად მეწარმე აღნიშნავს, საგანგებო მდგომარეობის გამო რესტორნები აღარ ფუნქციონირებს, თუმცა რეალიზაციას შეუფერხებლად ახერხებს, განსაკუთრებული მოთხოვნა სწორედ ჩამოსული სტუმრებისგან არის.

საწარმოში, ოჯახის წევრების გარდა, 3 ადამიანია დასაქმებული.