ლელა ქაჯაიას განცხადებით, ხვალიდან ზუგდიდში COVID19-ზე მედიკოსების ბიოლოგიური მასალების კვლევები დაიწყება

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეს COVID 19-ზე კვლევა 13 პაციენტის ბიოლოგიურ მასალას ჩაუტარდა. ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, ცამეტივე პაციენტზე უარყოფითი პასუხებია მიღებული. მათივე ცნობით, ხობის, სენაკისა და რუხის "ცხელების ცენტრებში", ასევე საკარანტინო ზონაში მყოფი პაციენტები გამოიკვლიეს.
ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელის ლელა ქაჯაიას განცხადებით, ხვალიდან ლაბორატორიაში მედიკოსების ბიოლოგიური მასალების კვლევები დაიწყება COVID 19-ზე.
"ხვალიდან დავიწყებთ მედიკოსების ბიოლოგიური მასალების კვლევას და ამას მოჰყვება კიდევ სხვა ეტაპები ანუ იმ რისკ-ჯგუფების კვლევა, რომელთაც შეხება ჰქონდათ სხვადასხვა სამსახურებთან და მუშაობდნენ მთელი ამ ხნის მანძილზე. მინდა გითხრათ, რომ ჯერჯერობით კვლევები მიმდინარეობს საუკეთესო შედეგებით რეგიონში და გვაქვს დადებითი დინამიკა",- ამბობს ლელა ქაჯაია.

























