ფოთში 7 ექიმს და 4 პაციენტს, რომელსაც ტესტი აუღეს, კორონავირუსი არ დაუდგინდა

ფოთში ლაბორატორიული კვლევის შედეგად, 7 სამედიცინო პერსონალს და 4 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მედპერსონალის იმ ნაწილს, რომელსაც შეხება აქვს საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებთან, 14 დღეში ერთხელ „კოვიდ-19“-ზე კვლევა ჩაუტარდება.
,,სამედიცინო პერსონალს გეგმურად, პრევენციის მიზნით ავუღეთ ანალიზი და საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს ,,კოვიდ 19" არ დაუდასტურდა. რაც შეეხება "ცხელების ცენტრში" რესპირატორული სიმპტომებით მოთავსებულ ოთხ პაციენტს, რომელთა შორის ორი ბავშვია, ვირუსი არც მათ დაუდგინდათ. ექიმების შეფასებით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“ - განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.
ფოთში, ცხელების კლინიკაში ამ დროისთვის რესპირატორული სიმპტომებით ორი ბავშვია მოთავსებული. ერთი პაციენტი 11წლის მოზარდია, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ხობიდან ჩაიყვანა, ხოლო მეორე წლის და ოთხი თვის ადგილობრივი ბავშვი. ორივე პაციენტის და ერთი მედიკოსის ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში.

























