ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითიდან კორონავირუსის დიაგნოზით პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ერთი ახალი პაციენტი ჰყავთ. საშუალო ასაკის მამაკაცი კლინიკაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითიდან შეიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის თვითიზოლაციაში იყო.
ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში 23 პაციენტია, ყველას მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. დღეს კლინიკას კიდევ ოთხი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს, მათგან ერთი არასრულწლოვანია.

























