გორის მერია მოსახლეობის დახმარებას აგრძელებს

გორის მერია მოსახლეობის დახმარებას აგრძელებს

გორის მუნიციპალიტეტში უსახსროდ დარჩენილი ოჯახების პროდუქტით დახმარება გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტის მერიამ, 3 000 მოსახლის დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოყო.

მათივე ცნობით, ამ დროისათვის რეგიონში პროდუქტის განაწილების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

„50 ლარის ღირებულების სასურსათო პაკეტებში ბურღულეული, რძის ნაწარმი, ტკბილეული, კარტოფილი და ჰიგიენის ნივთებია. სასურსათო პაკეტები მერის წარმომადგენლებს დანიშნულების ადგილამდე მიაქვთ გორსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში. აღნიშნული კატეგორიის ოჯახებმა დახმარებისათვის უნდა მიმართონ მერის წარმომადგენლებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

წარმომადგენელთა საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე.