ბათუმის მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მოქმედი პროგრამების განხორციელება გრძელდება

ბათუმის მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მოქმედი პროგრამების განხორციელება გრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს.
,,ბათუმის მერია განაგრძობს სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მოქმედი პროგრამების განხორციელებას. მარტიდან დღემდე:
მედიკამენტების შეძენისთვის 200 ლარიანი ვაუჩერით ისარგებლა 425-მა ბენეფიციარმა.
გეგმური ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსებით ისარგებლა 89 ბენეფიციარმა.
ყოველთვიური მატერიალური დახმარება ჩაერიცხა ჯამში 741 მრავალშვილიან ოჯახს, უდედმამო ბავშვსა და მარტოხელა მშობელს.
გრძელდება შშმ პირების, ვეტერანების, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების, მარჩენალდაკარგულების, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი (5 და მეტი შვილი) ოჯახებისთვის კომუნალური მომსახურების საფასურის სუბსიდირება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























