სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა სათბური დაათვალიერა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგიონებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, მსუბუქი ავტომობილებით საათობრივი გადაადგილება დაშვებული იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ფერმერები ინტენსიურად ახორციელებენ მიწებისა და მეურნეობების დამუშავების პროცედურებს.
მათი ცნობით, რეგიონში ასევე შეუფერხებლად მიმდინარეობს პესტიციდებისა და საწამლი საშუალებების მაღაზიების ფუნქციონირება.
„სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა და რწმუნებულის მოადგილემ შოთა როსტიაშვილმა, გიორგი ზედგინიძის სათბური დაავალიერეს და ფერმერს სასოფლო სამეურნეო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებისათვის აღნიშნული რეგულაციები გააცნეს. გიორგი ზედგინიძემ, სათბური საკუთარი სახსრებით და აგრო სესხით გააშენა, ოჯახთან ერთად უძღვება მეურნეობას და ადგილობრივებსაც ასაქმებს. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის მკვიდრს, სათბურში, კიტრი, პომიდორი, სალათის ფოთლები და სხვადასხვა ბოსტნეული მოჰყავს. მოყვანილ ბოსტნეულს რეალიზაციას რეგიონის მაშტაბით განახორციელებს. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფერმერებს ექნებათ შეუფერხებლად გადაადგილების საშუალება, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით, დილის 06:00 საათიდან 08:00 საათამდე და საღამოს 18:00 საათიდან 19:00 საათამდე“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

























