სამეგრელოს რეგიონში 9 ადამიანს ტესტირების შედეგად covid19 არ დაუდგინდა

სამეგრელოს რეგიონში 9 ადამიანს ტესტირების შედეგად covid19 არ დაუდგინდა

სამეგრელოს რეგიონში 9 ადამიანს ტესტირების შედეგად covid19 არ დაუდგინდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო - ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

ამასთან, პრესსამსახურის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში სარფიდან რამდენიმე მოქალაქე გადაიყვანეს. ამ დროისთის ამავე საკარანტინო სივრცეში, იზოლაციის მიზნით, სულ 92 პირი იმყოფება. სამეგრელოს რეგიონში, ამჟამინდელი მონაცემებით, თვითიზოლაციაში რჩება 190 პირი, ხოლო თვითიზოლაციიდან მოიხსნა 853 მოქალაქე.

„საქართველოს პრეზიდენტის, 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N 181 დადგენილებით გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის დაჯარიმდა 5 პირი, კერძოდ: მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების წესების დარღვევისათვის - 2 პირი, საკომენდანტო საათის დარღვევისათვის - 3 პირი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.