ზვიად შალამბერიძე ჩაკეტილ სოფელ ღვანკითში იმყოფება

ზვიად შალამბერიძე ჩაკეტილ სოფელ ღვანკითში იმყოფება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი სოფელ ღვანკითში შევიდნენ. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” იმერეთის მხარეში სახელწმიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ისინი ადგილზე ამ დროისთვის არსებულ ვითარებას ეცნობიან. როგორც ცნობილია, სოფელში უკვე გაიხსნა სამი მაღაზია და აფთიაქი, რომლებსაც დისტრიბუცია შეუფერხებლად მოამარაგებს.

როგორც ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, სოფელში თერმოსკრინინგი გრძელდება, რომელიც ხვალ საღამოსთვის დასრულდება.

„ღვანკითში კორონავირუსის ათ დადასტურებულ შემთხვევას ორი სავარაუდო დადებითი დაემატა. ეპიდემიოლოგებმა გუშინ 18 ანალიზი აიღეს, გადაწყვიტეს, რომ ისინი იყვნენ რისკჯგუფში, საიდანაც გამოვიდა ორი სავარაუდო დადებითი. თუ კიდევ იქნება ასეთი რისკჯგუფები, რა თქმა უნდა, ანალიზები გაკეთდება, მაგრამ სწრაფი ტესტები მასიურად არ იგეგმება. ვაგრძელებთ სოფელში თერმოსკრინინგს, რომელიც ხვალ საღამოსთვის დასრულდება. გაიხსნა სამი მაღაზია, აფთიაქი. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვს საშუალება პროდუქტი შეიძინოს, არა მარტო ღვანკითში, მთლიანად რეგიონში ათასობით ოჯახს დავეხმარეთ ამ პერიოდში - სოციალურ დაუცველებს, მატროხელა მოხუცებს, მრავაშვილიანებს, ბაღის აღსაზრდელები და ა.შ. ასეთი ოჯახების საჭიროებებს აუცილებლად გამოვეხმაურებით და აუცილებლად დავეხმარებით", - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.