ცხინვალის დე ფაქტო ლიდერი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ფიცის დადებას ულოცავს

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი, აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს ფიცის დადებას ულოცავს. ინფორმაციას ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„მარტის არჩევნების შედეგებმა ნათლად აჩვენა თქვენი დამსახურების საზოგადოებრივი აღიარება აფხაზეთის რესპუბლიკის ხალხისადმი, მათი მაღალი ნდობა და მხარდაჭერა თქვენი პროგრამის მიმართ, რომელიც მიმართულია ქვეყნის სრულყოფილი განვითარებისა და მისი მოქალაქეების მისწრაფებების შესასრულებლად”, - აცხადებს ბიბილოვი მილოცვაში, რომელსაც ოსური მედია აქვეყნებს.
ცნობისთვის, დღეს, სოხუმში, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ფიცი დადო. ე.წ. ინაუგურაციის ცერემონიალს, მედიის ინფორმაციით, „სამხრეთ ოსეთის ელჩი აფხაზეთში ესწრებოდა“.

























