ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში შუახნის მამაკაცი შეიყვანეს, რომლის დაინფიცირების წყაროც ე.წ. თერჯოლის კლასტერს უკავშირდება

იმერეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში შუახნის მამაკაცი ე.წ. თერჯოლის კლასტერიდან ცოტა ხნის წინ შეიყვანეს. პაციენტი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია. ის სოფელ ღვანკითში მცხოვრები დაინფიცირებული პირის ოჯახის წევრია.
ცნობილია, რომ მამაკაცი თვითიზოლაციაში იმყოფბოდა. კლინიკაში მასთან ერთად ოჯახის სამი წევრია მოთავსებული.
დღესვე, ე.წ. თერჯოლის კლასტერიდან კიდევ ერთ პაციენტს აუღეს ანალიზი. ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 24 პაციენტია მოთავსებული.

























