ჩარტერული რეისით ერაყში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე ჩამოასვენეს

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ირანიდან ჩარტერული რეისით 70 მგზავრი ჩამოფრინდა.
მგზავრებს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ეპიდემიოლოგები დახვდნენ, სადაც თითოეულ მათგანს თერმოსკრინინგი ადგილზე ჩაუტარდება.
თერმოსკრინინგის შემდეგ კი მგზავრებს საკარანტინე სივრცეში გადაიყვანენ.
საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში მათ ბათუმის „ცხელების ცენტრში" გადაიყვანენ და ბიოლოგიური ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდებათ.
ამასთან, ჩარტერული რეისით ერაყში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეც ჩამოასვენეს.
„ერაყიდან სამშობლოში საქართველოს 70 მოქალაქე დაბრუნდა. აჭარის მთავრობის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და იორდანიაში საქართველოს საელჩოს კოორდინაციით, ერაყის რესპუბლიკის ქურთისტანის რეგიონიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად ჩარტერული რეისი განხორციელდა.
აღნიშნული რეისით ერაყში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე ჩამოასვენეს.
რეისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დიდწილად კომპანია „რეკან გრუპ ჯორჯიას" მიერ დაფინანსდა.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნებს შორის დაკეტილია სახმელეთო საზღვრები და გართულებულია გადაადგილება. შესაბამისად, განხორციელებული სპეცრეისით საქართველოში დაბრუნდნენ მოქალაქეები, რომლებიც ვერ ახერხებდნენ ერბილიდან, ერაყიდან ჩამოსვლას",- აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ცნობისთვის, როგორც გარდაცვილი ქართველის ოჯახი აცხადებდ, ერაყში საქართველოს მოქალაქე ერთი თვის წინ გულის შეტევით გარდაიცვალა, იგი ერაყში ცოლთან ერთად დასაქმებული იყო.

























