ყინწვისის მონასტერში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება მოხდა

ყინწვისის მონასტერში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება მოხდა

ყინწვისის მონასტერში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, მონასტრის სასულიერო პირმა, მამა დავითმა ცეცხლსასროლი იარაღი ასევე ერთ-ერთი სასულიერო პირის წინააღმდეგ გამოიყენა, თუმცა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მხულით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას-შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას, ან გასაღებას გულისხმობს.