ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სამ ახალ პაციენტს გადაიყვანენ

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სამ ახალ პაციენტს გადაიყვანენ

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სამ ახალ პაციენტს ელოდებიან. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფებს კლინიკაში გადაჰყავს. ისინი ე.წ. თერჯოლის კლასტერს წარმოადგენენ.

ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, პაციენტები თვითიზოლაციაში იყვნენ და ვირუსზე ანალიზი ბინაზე აიღეს.

ექიმის თქმით, მათი ჯანრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში 23 პაციენტია. მათგან პნევმონია რამდენიმეს აღენიშნება. დღეს კლინიკას კიდევ სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

სულ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ცხრა პაციენტია გამოჯანმრთელებული.