მარნეულის მერი - ბოლო 5 დღის განმავლობაში, მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

მარნეულის მერი - ბოლო 5 დღის განმავლობაში, მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

ბოლო 5 დღის განმავლობაში, მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა განუცხადა.

როგორც დარგალი განმარტავს, 4 პირზე აღებული ტესტირების პასუხებით კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა. ამასთან, მერის განცხადებითვე, ღამემ მარნეულში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და საგანგებო მდგომარეობის დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა.

„მარნეულის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალში“ მოთავსებულ 4 პირზე აღებული ტესტირების პასუხი უარყოფითი მოვიდა. აღნიშნული 4 პირიდან 3 მარნეულიდანაა, ერთი კი, დმანისიდან“, - განაცხადა დარგალმა.