აჭარაში 73 პირს ლაბორატორიული კვლევის შედეგად, კორონავირუსი არ დაუდასტურდა

აჭარაში 73 პირს ლაბორატორიული კვლევის შედეგად, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, covid19-ზე გამოკვლევა ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულ 50 და ბათუმის ცხელების ცენტრში მოთავსებულ, საეჭვო სიმპტომების მქონე 23 ადამიანს ჩაუტარდა.
ბათუმში კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსით ინფიცირებული 37 პაციენტი მკურნალობს, 13 პაციენტი კი უკვე გამოჯანმრთელდა. ამასთან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. ქობულეთის კლასტერთან კონტაქტში მყოფი პირების რაოდენობა 520-მდე გაიზარდა. სამინისტროს ცნობით, მათი ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ხდება ეტაპობრივად.

























