მარნეულის მერი - ბოლო 4 დღის განმავლობაში, მარნეულში კორონავირუსზე აღებული ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია

მარნეულის მერი - ბოლო 4 დღის განმავლობაში, მარნეულში კორონავირუსზე აღებული ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია

ბოლო 24 საათის განმავლობაში, მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა განუცხადა. როგორც დარგალი განმარტავს, დადასტურებულ შეთხვევებთან კონტაქტში მყოფ პირებს თვითიზოლაციის ვადა გაუვიდათ, მხოლოდ 2 პირზე გრძელდება მეთვალყურეობა.

„მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. გუშინ აღებულ ტესტირებებზე ყველა პასუხი უარყოფითი მოვიდა. დადასტურებული კონტაქტებიდან 2 შემთხვევის გარდა, თვითიზოლაციის ვადა ყველას გაუვიდა, მხოლოდ მარადისის კლასტერთან დარჩა თვითიზოლაციის ვადა, დაახლოებით, 5-6 დღე და ასევე, საიმერლოს კონტაქტის ვადა დარჩა დაახლოებით, 8 დღე. ბოლო 4 დღის განმავლობაში, მარნეულში აღებული ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია. სულ 15 ინფიცირებული გვყავს, რომელთაგანაც 7 გამოჯანმრთელდა“, - აცხადებს დარგალი.

მისივე განმარტებით, საკარანტინე რეჟიმი დარღვევების გარეშე, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.