რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ხელმძღვანელობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რწმუნებულის მოადგილეები და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, თათბირზე მიმდინარე კვირის სამუშაო გეგმა გაიწერა და კორონავირუსთან დაკავშირებით მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს. საუბარი შეეხო საკარანტინო ზონაში არსებულ ვითარებას, ცხელების ცენტრების ფუნქციონირებას, ასევე განიხილეს, საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის საკითხი, რომელიც შეუფერხებლად გრძელდება.

























