აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - ეს არ იყო მოწამვლა, ორი ადამიანი, რომელთაც ღებინება და დიარეა აღენიშნებოდათ, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა არაფერი განსაკუთრებული არ აღმოაჩნდათ და საკარანტინე სივრცეს დაუბრუნდნენ

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - ეს არ იყო მოწამვლა, ორი ადამიანი, რომელთაც ღებინება და დიარეა აღენიშნებოდათ, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა არაფერი განსაკუთრებული არ აღმოაჩნდათ და საკარანტინე სივრცეს დაუბრუნდნენ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში ადამიანების მოწამვლის ფაქტს არ ადასტურებს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, სასტუმროდან ორი ადამიანი, რომელსაც ღებინებისა და დიარეის გახშირებული სიმპტომები აღენიშნებოდა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა არც ერთის შემთხვევაში არაფერი განსაკუთრებული არ აღმოჩნდა და საკარანტინო სივრცეს დაუბრუნდნენ.

„ეს არ იყო მოწამვლა. ორი ადამიანი, რომელსაც ღებინებისა და დიარეის გახშირებული შემთხვევები აღენიშნებოდა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა არც ერთის შემთხვევაში არაფერი განსაკუთრებული არ აღმოჩნდა და საკარანტინე სივრცეს დაუბრუნდნენ. როდესაც მოწამვლის შემთხვევები ფიქსირდება ისინი არ რჩებიან ასეთ სივრცეებში. იმათ სჭირდებათ განსაკუთრებული ჩარევა. ეს, რასაც ჰქვია ინტოკსიკაცია, არ არის. ეს არის ვიღაცების რეაქცია კონკრეტულ საკვებთან მიმართებაში. მსგავსი შემთხვევები სხვა საკარანტინე სივრცეებშიც ყოფილა“, -განაცხადა ზაალ მიქელაძემ.