ბოლნისში 95 გამოკვლეული პირიდან 92-ს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, 3-ის პასუხი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი

ბოლნისიდან ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 95 საკვლევი მასალიდან, 92-ზე პასუხი ცნობილია. კოვი-19 აქედან არც ერთს არ დაუდასტურდა, დანარჩენი 3-ის პასუხს კი დღის ბოლომდე ელოდებიან. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქვემო ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
ქვემო ქართლის რეგიონში კორონავირუსის დადასტურებული სულ 75 შემთხვევაა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაინფიცირებულია 54 ადამიანი, მარნეულში 15, რუსთავში კი 8 პირი.
რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში კორონავირუსის შემთხვევები არ გამოვლენილა. როგორც ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ რეგიონში დაინფიცირების მხოლოდ 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

























