რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებული - სასაფლაოებზე ხალხი არ შეინიშნება, რეგიონში სიმშვიდეა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებული - სასაფლაოებზე ხალხი არ შეინიშნება, რეგიონში სიმშვიდეა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, რეგიონში აღდგომის ღამემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და ტაძრებში ხალხმრავლობა არ ყოფილა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა, ხალხი თავს იკავებს ასევე საფლავზე გასვლისგანაც.

„სტაბილური ვითარებაა, პროდუქტებით შეუფერხებლად მარაგდება რეგიონი, კანონდარღვევები არ გამოვლენილა. გუშინდელმა ღამემაც აბსოლუტურად მშვიდად ჩაიარა, მცირედი მოსახლეობა იყო და დისტანცია იყო დაცული. დღესაც, სასაფლაოებზე არ შეინიშნება ხალხი და თავს იკავებენ გასვლისგან; ასე რომ, ჩვენს რეგიონში სიმშვიდეა“ , - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, როგორც არჩილ ჯაფარიძე ამბობს, ბოლო დღეებში კორონავირუსის სიმპტომები არავის გამოვლენია. მისივე თქმით, ცაგერში თვითიზოლაცია ყველა პირს უკვე მოეხსნა, რაც შეეხება ლენტეხს, მისი ინფორმაციით, თვითიზოლაციაში 41 პირი რჩება, თუმცა, მათ თვითიზოლაცია, სავარაუდოდ, 23 აპრილისთვის მოეხსნებათ.