ქობულეთში ერთმანეთს სასწრაფო დახმარების მანქანა და ტრაილერი შეეჯახნენ, დაშავებულია სასწრაფოს მძღოლი, ექიმი და პაციენტი

ქობულეთში ერთმანეთს სასწრაფო დახმარების მანქანა და ტრაილერი შეეჯახნენ, დაშავებულია სასწრაფოს მძღოლი, ექიმი და პაციენტი

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს ტრაილერი და სასწრაფო დახმარების მანქანა შეეჯახნენ.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია სასწრაფოს მძღოლი, ექიმი და პაციენტი. ასევე, არსებული ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ ერთი პირი, რომელმაც საავადმყოფოს თავად მიმართა.

როგორც შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.