ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, ე.წ. ფარცხანაყანების კლასტერიდან შეყვანილი ახალგაზრდა ქალის 3 წლის შვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ სამი წლის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. არასრულწლოვანი კლინიკაში დედასთან ერთად შეიყვანეს.
დედა ე.წ. ფარცხანაყანების კლასტერს წარმოადგენს და ის კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში მკურნალობს.
ამასთან, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ინფიცრებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში წყალტუბოს საკარანტინე სივრციდან შეიყვანეს. მას მოგზაურობის ისტორია აქვს.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ჯამში 26 ინფიცირებული პაციენტია, აქედან 12-ის პირის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

























