ახალციხის სათნოების სახლის ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი დაურიგდათ

ახალციხის სათნოების სახლის ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი დაურიგდათ

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ „ახალციხის სათნოების სახლის“ ინიციატივით, უფასო სასადილოს ბენეფიციარებმა სააღდგომო ნობათი მიიღეს.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ახალციხის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, 190 ბენეფიციარს, საღდგომო პასკა და კვერცხი, ყოველდღიურ საკვებთან ერთად დაურიგდა, მათ შორის 90 ხანდაზმულს მერიის მოხალისეებმა ნობათი ბინაზე მიაწოდეს. მოხალისეებმა საკუთარი სახსრებით, ბენეფიციარებს ტკბილეულიც შეუძინეს. აგრეთვე, მათ საკუთარი პროდუქცია ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში არსებულმა კარტოფილი ფრის საწარმომ „ფრეკომ“ გადასცა.

სააღდგომო საჩუქრის მომზადებისა და დარიგების პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე გაეცნო.