ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში აცხადებენ, რომ ეპარქიის სასულიერო პირები წირვა-ლოცვას პირბადეებით აღავლენენ

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში აცხადებენ, რომ ეპარქიის სასულიერო პირები წირვა-ლოცვას პირბადეებით აღავლენენ

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის სასულიერო პირები წირვა-ლოცვას პირბადეებით აღავლენენ. ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრეს-სპიკერმა დეკანოზ იოანე გორელიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე, ტაძრებში მყოფი სტიქაროსნები პირბადეებს ატარებენ და ჯანდაცვის რეკომენდაციებს ითვალისწინებენ.

მან მრეველსაც მოუწოდებს, რომ პირბადეები ატარონ.

ამასთან, როგორც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრეს-სპიკერმა აღნიშნა, ის დღეს ტაძარში ფეხით მივიდა და მრევლსაც შეუძლია ფეხით მივიდეს.

„ბათუმი არ არის დიდი ქალაქი და არ არის რთული ერთი წერტილიდან უახლოეს ტაძრამდე მისვლა.

მოგეხსენებათ, რომ დახურულ სივრცეებში აუცილებელია პირბადის გაკეთება და ჩვენთანაც სტიქაროსნებს, მგალობლებსაც, მედავითნესაც, მრევლსაც, ვინც დგას ყველას უკეთია პირბადე“, - ამბობს დეკანოზი იოანე გორელიშვილი.

ცნობისთვის, აჭარაში სააღდგომო წირვა-ლოცვა ღამით მრევლის გარეშე ჩატარდება. გადაწყვეტილება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ მიიღო.