ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს სააღდგომო სასურსათო ნობათი გადაეცათ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს სააღდგომოს სასურსათო ნობათი გადაეცათ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, ლიხეთში, ურავსა და აბარში მცხოვრებ ოჯახებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ და პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ მიულოცეს, ჯანმრთელობა უსურვეს და იმ რეკომენდაციების დაცვა სთხოვეს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს.

























