ფოთისა და ხობის ეპარქიაში სააღდგომო წირვა დილის 7 საათზე ჩატარდება

ფოთისა და ხობის ეპარქიაში სააღდგომო წირვა არა ღამით, არამედ დილის 7 საათზე ჩატარდება. ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა. თავად მეუფე სააღდგომო ლიტურგიას მონასტერში შეასრულებს.
„პირადად მე მონასტერში ვიქნები, სადაც ჩემთან ერთად იქნება ძალიან მცირე რიცხვი ადამიანებისა, ხოლო რაც შეეხება სხვა ტაძრებში, ალბათ ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომ დილის 7 საათზე ჩატარდება მსახურებები, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ადამიანები არ აღმოჩნდნენ მძიმე მდგომარეობაში. ისედაც განსაცდელია და ახლა კიდევ კომენდანტის საათი ართულებს მათ მდგომარეობას. საცთური კიდევ ძალიან დიდია. მორწმუნე ადამიანს მხურვალე გული ეკლესიისკენ ეძახის და ეს ძალიან ბუნებრივია და სავსებით გასაგებია. რა თქმა უნდა, ეს ის მომენტია, როცა კონკრეტული არ არსებობს პასუხისმგებელი, თითოეული მღვდელმთავარი თავის ეპარქიაში, ადგილობრივი ვითარებიდან გამომდინარე, ღებულობს გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ ვერცერთი ჩვენთაგანი, ვერცერთი სასულიერო პირი, თავის პერსონალურ პასუხმგებლობას ვერსად წაუვა“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

























