აჭარაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ აფხაზეთიდან დევნილებს სასურსათო პროდუქტი გადაეცათ

აჭარაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ აფხაზეთიდან დევნილებს სასურსათო პროდუქტი გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, ქობულეთისა და ბათუმის კოლექტიურ ჩასახლებებში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ პირებს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი და სააღდგომო ნობათი გადასცა.

მათივე ცნობით, ადგილზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი იმყოფებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აქციის ფარგლებში მთავრობის სასურსათო დახმარება, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებმა 250 დევნილმა ბენეფიციარმა მიიღო.