ბათუმის საფეხბურთო სტადიონი აშშ-ის, ესპანეთის, იტალიის და ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

ბათუმის საფეხბურთო სტადიონი აშშ-ის, ესპანეთის, იტალიის და ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

ბათუმის "უეფა"-ს სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი აშშ-ის, ესპანეთის, იტალიის და ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.ბათუმის ახალ აშენებულ სტადიონზე საქართველოს ჰიმნი პირველად აჟღერდა.

აღნიშნული პერფორმანსი იმ ექიმებს მიეძღვნა, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძვიან.

ცნობისთვის, აჭარაში კორონავირუსით 27 ადამიანია ინფიცირებული, ისინი კლინიკა მედალფაში არიან მოთავსებული.