ბათუმში სადეზინფექციო საშუალებებით ქუჩების მორეცხვა გრძელდება

ბათუმში სადეზინფექციო საშუალებებით ქუჩების მორეცხვა გრძელდება

ბათუმში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით ქუჩების მორეცხვა გრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს, სამუშაოები დღეს ჭაობის დასახლებაში განხორციელდა.

სადეზინფექციო სამუშაოებს შპს „სანდასუფთავება“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ.

სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ბათუმის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება.

„შესაბამისი დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულს. სპეციალური ხსნარით ირეცხება როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები, ველობილიკები, ჰიპერმარკეტებისა და კლინიკების მიმდებარე ტერიტორიები.

დეზინფექცია უტარდება ნაგავშემკრებ კონტეინერებსაც“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.