ჭიათურაში, სოფელ ითხვისში ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცის დედას კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ითხვისში საშუალო ასაკის ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. პაციენტი, რომელიც ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცის დედაა, კლინიკაში ტემპერატურით გუშინ გადაიყვანეს. მას ანალიზი აუღეს და როგორც საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი მიხეილ ქამუშაძე აცხადებს, პასუხი უარყოფითია. პაციენტი კლინიკას გამოჯანმრთელებისთანავე დატოვებს.
სოფელ ითხვისში ეპიდემიოლოგები მას შემდეგ მუშაობენ, რაც სოფელში სტუმრად მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა. მამაკაცი თბილისის საავადმყოფოშია, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მასთან კონტაქტში მყოფი პირები კი თვითიზოლაციაში არიან.

























