თელავის მერმა მოქალაქეებს სასურსათო პაკეტები გადასცა

თელავის მუნიციპალიტეტში სასურსათო პაკეტების დარიგება გრძელდება. სოციალური აქციის ფარგლებში თელაველმა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ალექსანდრე ამისულაშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის მერიას 150 სასურსათო პაკეტი გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თელავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა მოხალისეთა ჯგუფებთან ერთად შეჭირვებულ ოჯახებს აღნიშნული სასურსათო პაკეტები პირადად გადასცა.
მერიის ცნობით, მოქალაქეთა დასახმარებლად თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე გასცა 400 სასურსათო პაკეტი. თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საბავშვო ბაღებში კი სასურსათო კალათი 3 146 აღსაზრდელს გადაეცა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს შეჭირვებული მოქალაქეების დახმარებას. სასურსათო პაკეტები გადაეცემათ საჭიროებისამებრ, სხვადახვა სოციალური კატეგორიის მქონე მოქალაქეებს.

























