აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ბორჯომში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ დევნილ პირებს სასურსათო ნობათი გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ბორჯომში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ დევნილ პირებს სასურსათო ნობათი გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, ბორჯომში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ დევნილ პირებს, რომლებიც განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, სასურსათო ნობათი გადასცა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროდუქტები 149 ბენეფიციარს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ბინაზე მიეწოდა.

სურსათის გადაცემაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა.

მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ზაალიშვილის თქმით, იმ შეჭირვებულ დევნილ მოსახლეობას, რომლებსაც აქამდე სასურსათო პაკეტი არ მიუღია ბორჯომის მუნიციპალიტეტი დაეხმარება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აღნიშნულ ინიციატივას საქართველოს მასშტაბით, ყველა კომპაქტურ დასახლებაში ახორციელებს.