მცხეთაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ დევნილებს სასურსათო პროდუქტი გადაეცათ

მცხეთაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ დევნილებს სასურსათო პროდუქტი გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ ქალაქ მცხეთაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარს სასურსათო პროდუქტი და სააღდგომო ნობათი გადასცეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.

მცხეთაში ასევე, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე იმყოფებოდნენ.

უწყების ცნობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სასურსათო აქციის ფარგლებში პროდუქტს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული 30 ბენეფიციარი მიიღებს.