ქალაქ დუშეთისა და დაბა ჟინვალის ქუჩებს დეზინფექცია ჩაუტარდა

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთში სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ამჯერად სპეციალური ხსნარებით ქალაქ დუშეთისა და დაბა ჟინვალის ქუჩები დამუშავდა. სამუშაოების მიმდინარეობას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი ადგილზე გაეცნენ.
„დუშეთის მუნიციპალიტეტში დეზინფექცია ჩაუტარდა მრავალსართულიანი კორპუსების სადარბაზოებსაც. რეგულარულად მიმდინარეობს ქუჩების, სადარბაზოებისა და საზოგადოებრივი დაწესებულებების დეზინფექცია რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში," - ნათქვამია ინფორმაციაში.

























