ქობულეთის მერის განცხადებით, ოთხ სოფელში, სადაც მკაცრი საკარანტინო ზონა გამოცხადდა, მობილური ბაზრები იმუშავებს

ქობულეთის მერის განცხადებით, ოთხ სოფელში, სადაც მკაცრი საკარანტინო ზონა გამოცხადდა, მობილური ბაზრები იმუშავებს

ქობულეთის ოთხ სოფელში, სადაც მკაცრი საკარანტინო ზონა გამოცხადდა, მობილური ბაზრები იმუშავებს , -ამის შესახებ ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მობილური ბაზრების მეშვეობით მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, მათთვის აუცილებელი პროდუქტი შეიძინოს.

"კარანტინის გამოცხადებამდე ქობულეთში და მათ შორის ამ სოფლებშიც ჩვენ დავარიგეთ სასურსათო კალათა სოციალურად დაუცველი, მარტოხელა და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის, ეს პროცესი გაგრძელდება კარანტინის პირობებშიც. ხვალიდან კი მოსახლეობის იმ კატეგორიისთვის, რომელსაც აქვს სურვილი და შესაძლებლობა შეიძინოს პროდუქტი, ამოქმედდება მობილური ბაზრები, ჩვენ ამას ქობულეთის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციასთან ერთად გავაკეთებთ, გამოიყოფა ტრანსპორტი და ასევე ყურადღება გამახვილდება, რომ პროცესი წარიმართოს უსაფრთხოების რეკომენდაციების სრული დაცვით", -აღნიშნა ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ.

ცნობისთვის, კორონავირუსის პრევენციისთვის ქობულეთის ოთხ სოფელში მკაცრი საკარანტინო ზონა გამოცხადდა.