ოზურგეთში, დაბა ნასაკირალში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყო

ოზურგეთში, დაბა ნასაკირალში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყო

გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში თერმოსკრინინგი დაიწყო. როგორც გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეებს ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, მათ ამბულატორიაში გადაიყვანენ და დააკვირდებიან.

გარდა ამისა, მისი თქმით, მოეწყო ბლოკ-პოსტები, რათა მოსახლეობას გადაადგილების თვალსაზრისით პრობლემები არ შეექმნას.

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში დავიწყეთ თერმოსკრინინგი, მობილიზებულია 15 ჯგუფი. დღის ბოლომდე შევეცდებით, რომ სოფლის მაქსიმალური ნაწილი მოვიცვათ და მოსახლეობას თერმოსკრინინგი ჩაუტარდეს. იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის რომელიმე ნაწილს ტემპერატურა აღმოაჩნდება, ამბულატორიაში გადაიყვანენ და დააკვირდებიან. დაბის სამივე შესასვლელში ბლოკ-პოსტი მოეწყო. ეს იმისთვის კეთდება, რომ მოსახლეობას გადაადგილების თვალსაზრისით პრობლემა არ ჰქონდეს“, - აცხადებს ნასარაია.