ლენტეხის  მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სრული თერმოსკრინინგი იწყება

ლენტეხის  მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სრული თერმოსკრინინგი იწყება

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე სოფლის ექიმებისა და მერიის წარმომადგენლებით შექმნილ ჯგუფებს ხვდება, რომლებმაც ლენტეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სრული თერმოსკრინინგი დღეიდან უნდა დაიწყონ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, არჩილ ჯაფარიძემ ექიმებს საქართველის მთავრობის მიერ მოწოდებული დისტანციური თერმომეტრები და ის აღჭურვილობა გადასცა, რაც აუცილებელია მათი უსაფრთხოებისთვის.

„მხარის რწმუნებული ლენტეხში სააფთიაქო ქსელის წარმომადგენლებსაც შეხვდება, რომლებიც ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვას 50 თეთრად უზრუნველყოფენ, რათა დაცული იყოს საკარანტინო ზონად გამოცხადებ ლენტეხში მცხოვრები მოსახლეობა.

შეგახსენებთ, რომ რისკის შემცველ სოფელ მელეში უკვე დასრულდა მისახლეობის თერმოსკრინინგი და სრული სადეზინფექციო სამუშაოები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.