ბათუმში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბათუმის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, დამუშავდა როგორც საავატომობილო გზები, ასევე ტროტუარები და ველობილიკები.
"კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბათუმის მერიის დასუფთავების სამსახურის მიერ ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ასევე, სადეზინფექციო საშუალებებით ბათუმის ბულვარის სრული ტერიტორია მოირეცხა. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა სანაპიროს გასწვრივ არსებული პრომენადი, სასეირნო ბილიკები და ველობილიკი.
პარალელურად ბათუმში ქუჩების, ტროტუარების, ჰოსპიტლებისა და ჰიპერმარკეტების მიმდებარე ტერიტორიების დეზინფექცია მიმდინარეობს", - აცხადებენ მერიაში.

























