ბორჯომის მუნიციპალიტეტში შეჭირვებული მოსახლეობის დახმარება გრძელდება

ბორჯომის მუნიციპალიტეტში შეჭირვებული მოსახლეობის დახმარება გრძელდება

ბორჯომის მუნიციპალიტეტში შეჭირვებული მოსახლეობის დახმარება გრძელდება და ამჯერად სასურსათო პროდუქტი კიდევ 100-მა ოჯახმა მიიღო. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათი ცნობით, სურსათი მუნიციპალიტეტს ბიზნესმენმა შალვა ფხიკიძემ გადასცა.

„ადგილობრივი თვითმმართველობა ნობათის მიწოდებას ოჯახებისთვის როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში თავად უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ პარალელურად გრძელდება ასევე მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტების შესაძენად 100 ლარიანი ვაუჩერების გადაცემაც, რომელიც მუნიციპალიტეტს 327 ბენეფიციარისთვის კომპანია IDS ბორჯომი საქართველომ გადასცა. ვაუჩერების მიწოდებას არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, ამ შემთვევაშიც უშუალოდ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ახორციელებენ. სულ ცოტა ხნის წინ სასურსათო კალათა ბიზნესმენ ზაზა ბლიაძის დახმარებით, 120-მა ბენეფიციარმაც მიიღო”, - ნათქვამია ინფორმაციაში.