ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში 4 საავადმყოფოდან ორი “ცხელების ცენტრად” გადაკეთდა

ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში არსებული 4 საავადმყოფოდან 2 “ცხელების ცენტრად” გადაკეთდა. ამის მიუხედავად, როგორც რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე აცხადებს, თუკი რომელიმე ადგილობრივს კორონავირუსი დაუდასტურდება, მისი გადაყვანა თბილისში ან ქუთაისში არსებულ სპეციალურ კლინიკებში მოხდება.
„რეგიონში არსებული სამედიცინო ინფრასტრუქტურა ზოგადად მზად არის იმ გამოწვევისთვის, რაც რეალობაა. რეგიონში 4 საავადმყოფოდან 2-ის პროფილი შეიცვალა და “ცხელების ცენტრად” გადაკეთდა. მუშაობენ გადამზადებული სპეციალისტები, ტექნოლოგიურად აღიჭურვა შესაბამისი დანადგარებით. ჩვენს რეგიონში პირველადი ღონისძიების გატარების საშუალებაა. სამწუხაროდ, როდესაც ფიქსირდება დაავადება, პაციენტი აუცილებლად გადაყვანილი უნდა იყოს თბილისსა და ქუთაისში არსებულ სპეციალურ კლინიკებში,“ - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.

























