„ეხო კავკაზა“ - ცხინვალი ქართულ სპეცსამსახურებს საკვები პროდუქტების და სამედიცინო ნიღბების კონტრაბანდაში ადანაშაულებს

„ეხო კავკაზა“ - ცხინვალი ქართულ სპეცსამსახურებს საკვები პროდუქტების და სამედიცინო ნიღბების კონტრაბანდაში ადანაშაულებს

ცხინვალი ქართულ სპეცსამსახურებს საკვები პროდუქტების, სამედიცინო ნიღბების და ხელთათმანების კონტრაბანდაში ადანაშაულებს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. კერძოდ, ცხინვალში აცხადებენ, რომ „ორგანიზებული კონტრაბანდის“ მიღმა ქართული სპეცსამსახურები დგანან, ხოლო პროდუქცია გორის მუნიციპალიტეტში გასაყიდად იყო განსაზღვრული.

„კონტრაბანდული საქონლის სპექტრი შედგება ისეთი საკვები პროდუქტებისგან როგორიცაა: ფქვილი, მცენარეული ზეთი, შედედებული რძე, კონსერვირებული ხორცი და თევზი, გაყინული პროდუქტები, პირადი მოვლის საშუალებები, ელექტრონული სიგარეტები და დიდი რაოდენობით სამედიცინო ნიღბები და ხელთათმანები“,-აღნიშნულია ოსური „კგბ“-ს განცხადებაში.

ამასთან, ე.წ. უწყებაში აცხადებენ, რომ შიდა ქართლში პროდუქტების დეფიციტია, „მიუხედავად მრავალმილიონიანი ჰუმანიტარული დახმარებისა, რომელსაც საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციები აწვდიან“.