თორნიკე რიჟვაძე - შემოვიფარგლე პოლიტიკური გაფრთხილებით იმ მიზეზის გამო, რომ პრემიები გაცემული იყო რიგით თანამშრომლებზე და მყისიერად დაბრუნდა ბიუჯეტში

თორნიკე რიჟვაძე - შემოვიფარგლე პოლიტიკური გაფრთხილებით იმ მიზეზის გამო, რომ პრემიები გაცემული იყო რიგით თანამშრომლებზე და მყისიერად დაბრუნდა ბიუჯეტში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხულოს მუნიციპალიტეტში პრემიების გაცემას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ რიგით თანამშრომლებზე გაცემული პრემიების ბიუჯეტში დაბრუნება მყისიერად მოხდა.

რიჟვაძის თქმით, როდესაც ქვეყანას უჭირს დაუშვებელია, პრემიების გაცემა და წახალისება.

,,ამ ეტაპზე შემოვიფარგლეთ პოლიტიკური ყვითელი ბარათით და შესაბამისად, მომავალში, კიდევ ერთხელ, იმ პოზიციაზე ვრჩებით, ასეთ ფორს-მაჟორულ გარემოებაში, როდესაც ქვეყანას უჭირს დაუშვებელია პრემიების გაცემა და წახალისება. გადაწყვეტილების მიღებასთან მიმართებაში შემოვიფარგლეთ შესაბამისი პოლიტიკური და პარტიული გაფრთხილებით მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ეს პრემიები გაცემული იყო რიგით თანამშრომლებზე და მყისიერად მოხდა გაცემული პრემიების დაბრუნება ბიუჯეტში”, - განაცხადა რიჟვაძემ, რომლის კომენტარსაც აჭარის მთავრობა ავრცელებს.