ალექსანდრე მოწერელია - 9 აპრილმა დემოკრატიულ სამყაროს საბჭოთა იმპერიის ნამდვილი სახე დაანახა

ალექსანდრე მოწერელია - 9 აპრილმა დემოკრატიულ სამყაროს საბჭოთა იმპერიის ნამდვილი სახე დაანახა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია 9 აპრილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამ დღემ დემოკრატიულ სამყაროს საბჭოთა იმპერიის ნამდვილი სახე დაანახა.

„9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში არის უდიდესი ტრაგედია და ამავე დროს, ჩვენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მთავარი აქტი, რამაც კიდევ ერთხელ დაანახა მთელ დემოკრატიულ სამყაროს საბჭოთა იმპერიის ნამდვილი სახე და რაც მთავარია, საბოლოო ჯამში, ჩვენს ქვეყანას მოუტანა სანატრელი დამოუკიდებლობა - ის, რისთვისაც წლების განმავლობაში იღწვოდნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერებთან ერთად. სწორედ ამ დღეს, ჩვენს თავისუფლებას მსხვერპლად შეეწირნენ საბჭოთა იმპერიის მიერ განზრახ დახოცილი ქართველები. ამ დღის გახსენება დღესაც უდიდეს ტკივილს იწვევს თითოეულ ჩვენგანში“, - აცხადებს მოწერელია.

აღნიშნულ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.