ხულოში, ხიხაძირის ხეობაში, მეწყერის გამო, რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყდა

ხულოში, ხიხაძირის ხეობაში მეწყერის გამო, რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია. სოფლებთან დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა სანტრანსპორტო მოძრაობა სრულად ჩაკეტა.
როგორც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა სატრანსპორტო მოძრაობა როდის აღდგება ჯერჯერობით უცნობია. უწყების ინფორმაციით, გზის გაწმენდით სამუშაოებში ხუთი ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული.

























