თელავის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასურსათო კალათების დარიგება დაიწყო

თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საბავშვო ბაღებში სასურსათო კალათების დარიგება დაიწყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თელავის მერიიდან აცნობეს, პროცესს ადგილზე გაეცნო თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სასურსათო კალათი საბავშვო ბაღების 3 146 აღსაზრდელს გადაეცემა. კალათში პირველადი მოხმარების არამალფუჭებადი პროდუქტებია მოთავსებული.

























