31 მარტის ანონსი

31 მარტის ანონსი

31 მარტს,11: 00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

31 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2020 წლის თებერვლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების მაჩვენებელს გამოაქვეყნებს.აღნიშნულთან დაკავშირებით საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ონლაინ ბრიფინგს გამართავს, სოციალური ქსელის - Facebook-ის საშუალებით. ბრიფინგი ხელმისაწვდომი იქნება საქსტატის ოფიციალურ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/geostat.ge/

31 მარტს, 11:30 საათზე , პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ექიმი ვლადიმერ კახაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

(მედიის დასწრება შეზღუდულია. გვექნება ფბ. ლაივი, ჩანაწერი ავტომატურად აიტვირთება „26 მაისზე“).

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565