შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, დღის განმავლობაში, კორონავირუსი დაუდასტურდა საველე ჰოსპიტალში მყოფ პაციენტთაგან ერთს, რომელიც თბილისშია გადაყვანილი

შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, დღის განმავლობაში, კორონავირუსი დაუდასტურდა საველე ჰოსპიტალში მყოფ პაციენტთაგან ერთს, რომელიც თბილისშია გადაყვანილი

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა საკარანტინო ზონებში არსებული ვითარებაზე ისაუბრა. როგორც შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საკარანტინო რეჟიმის მეექვსე დღის მონაცემებით, ტემპერატურული სკრინინგი ქვემო ქართლის ორ მუნიციპალიტეტში, 86 000-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა. დღის განმავლობაში, კორონავირუსი დაუდასტურდა საველე ჰოსპიტალში მყოფ პაციენტთაგან ერთს, რომელიც ამ ეტაპზე თბილისშია გადაყვანილი და მკურნალობას შესაბამისი პროცედურების მიხედვით განაგრძობს.

მისივე თქმით, მიმდინარეობს აღნიშნული პაციენტის კონტაქტების კვლევა და კონტროლი.

„13 ათასზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა მარნეულში ტემპერატურის სკრინინგი და 4 ათასზე მეტს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საერთო რაოდენობით, 71 ათასს გადავცდით მარნეულში და 15 ათასს გადავცდით ბოლნისის მუნიციპალიტეტში. რაიმე საეჭვო დღეის მდგომარეობით ტემპერატურული სკრინინგიდან არაფერი ყოფილა, საველე ჰოსპიტალში არავინაა დღის მეორე ნახევარში გადმოყვანილი, თუმცა დილის მონაცემებით 8 სიმპტომატიკური პაციენტი იყო საველე ჰოსპიტალში და ერთ-ერთთან დადასტურდა კორონავირუსი, როგორც ჩემთვის ცნობილია არის საზღვრის კვეთა აზერბაიჯანიდან, თუმცა იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა რისკჯგუფში არ შედიოდა. ბუნებრივია ამ ქალბატონს ექნებოდა კონტაქტები ამ დღეების მანძილზე, ამ კონტაქტებს ვიკვლევთ და მიმდინარეობს კონტროლი“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.