საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას სამედიცინო ცენტრის მენეჯერი მიხეილ ქამუშაძე ადასტურებს.
მისი თქმით, გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტია, რომელიც ცენტრში მოხვდა, ახალგაზრდა მამაკაცია.
მისი ინფორმაციით, საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტიდან ერთი გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი განაგრძობს მკურნალობას.
შესაბამისად, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 79 შემთხვევა ფიქსრიდება. მათგან 11 გამოჯანმრთელებულია.

























